რეგიონალიზმის
კვლევის ინსტიტუტი
www.rrc.ge
  • Smiley face
  • საქართველო
    რეგიონალური კონფლიქტები (სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი)
    დოკუმენტებში. წინაისტორია და თანამედროვეობა
    1917 – 2011
  • Smiley face

Eng  Rus  
კრებულის შესახებ
შესავალი
სარჩევი
ავტორი
ძირითადი ცნობები
კრებულის ჩამოტვირთვა

"რეგიონული კონფლიქტები საქართველოში - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა (1989-2005). პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული", ქართულ ენაზე, მეორე, შევსებული გამოცემა. თბილისი, 2005, 527 გვ. (ამჟამად, კრებულის ელექტრონული ვერსია შევსებულია ახალი დოკუმენტებით და განვრცობილია 2011 წლამდე)


შესავალი


კრებული არის საქართველოში რეგიონული კონფლიქტების კვლევის ფარგლებში ჩვენს მიერ 2002 წელს ქართულ–რუსულ ენებზე გამოცემული და ინტერნეტში განთავსებული ანალოგიური სახელწოდების კრებულის შევსებული გამოცემა. ის ორგანული ნაწილია, აგრეთვე ჩვენს მიერ 2004 წელს ქართულ-რუ¬სულ ენაზე გამოცემული და ინტერნეტში განთავსებული კრებულებისა _ "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რეგიონების სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში (1917-1988). პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული."

ეს კრებული მოიცავს 1989-2011 წლებში სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ავტონომიურ რეგიონებში განვითარებული კონფლიქტების ამსახველ უმთავრეს პოლიტიკურ-სამართლებრივ დოკუმენტებს, კერძოდ:

1. ავტონომიური რეგიონების ხელისუფლების ორგანოების აქტებს, მიმართულს რეგიონალიზაციის, პოლიტიკური დეცენტრალიზაციის, სახელმწიფოსაგან გამოყოფისა და ამ რეგიონების შემდგომი სუვერენიზაციისაკენ;

2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და სამთავრობო ორგანოების აქტებს, მიმართულს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული დაცვა-განმტკიცებისაკენ;

3. კონფლიქტთან დაკავშირებით მეზობელი სახელმწიფოების (სსრ კავშირი, რსფსრ) და საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო, ევროსაბჭო, ევროკავშირი, დსთ, ნატო) გადაწყვეტილებებს;

4. კონფლიქტების მშვიდობიან მოწესრიგებასთან დაკავშირებულ შეთანხმებებს.

5. პრობლემასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტს.

მასალის სრულად წარმოჩენის მიზნით კრებულში ბევრი დოკუმენტი მოცემულია შემოკლებებით, ამონაკრებების სახით, მაგრამ იმ პოზიციებით (თავები, მუხლები, აბზაცები), რომლებიც ზუსტად შეესაბამება კრებულის მიზანდასახულობასა და საკუთრივ დოკუმენტების სულისკვეთებას.

კრებული, რომელსაც არ აქვს სრულყოფილების პრეტენზია, არის ერთგვარი მეგზური კონფლიქტების სამყაროში უკეთ ორიენტირებისათვის. გამოცემა მოწოდებულია ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომი გახადოს საქართველოში 22-წლიანი რეგიონული კონფლიქტების შესახებ დაგროვილი ვრცელი პოლიტიკურ-სამართლებრივი ინფორმაცია (ცოდნა), დოკუმენტურად აჩვენოს ამ ორ რეგიონში კონფლიქტების გენეზისი: პოლიტიკური დაპირისპირებისა და კონფლიქტების დაწყება და შეიარაღებულ კონფლიქტებში გადაზარდა, მათი შემდგომი მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესი, მათი შედეგები და მომავალი.

პრობლემის შესახებ ცოდნის ფართო საზოგადოებისათვის მაქსიმალურად მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ამ კრებულის დოკუმენტები, ისევე როგორც რეგიონული კონფლიქტების კვლევის ფარგლებში თავმოყრილი სხვა მასალები, სამივე ენაზე თავსდება ინტერნეტში, საძიებო სისტემით აღჭურვილ ჩვენი ორგანიზაციის ვებგვერდზე.

კრებულის უმთავრესი დანიშნულება არის დაეხმაროს კონფლიქტებში ჩაბმულ და მათი მოწესრიგების მონაწილე მხარეებს, სხვა დაინტერესებულ საზოგადოებას, პრობლემის რაც შეიძლება ღრმად გააზრებაში, თავიანთი წილი პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში და მისი სამართლიანი მოგვარების საქმეში მართებული გადაწყვეტილებების მიღებაში.


    ვებპორტალის შექმნა
  დააფინანსა (2005 წ.)
  ევროკომისიის დელეგაციამ
  საქართველოსა და სომხეთში
    ვებგვერდის განახლება
  (2008 წ.) დააფინანსა
  ეუთოს მისიამ   საქართველოში
  ვებგვერდის ბოლო განახლება
(2011 წ.) დააფინანსა ფონდმა
"ღია საზოგადოება - საქართველო"  
  
   Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia გრანტი #HE-22-239.
© Copyright 2006 RRC
ყველა უფლება დაცულია
ბოლო ცვლილება - 2011 წლის ოქტომბერი
29538